მთავარისიახლეებიმსოფლიორა დაემართა ბაშარ ასადს? საქმეში ამოტივტივდა პოლონიუმით მოწამვლაც, როგორც რუსეთის მიერ აპრობირებული...

რა დაემართა ბაშარ ასადს? საქმეში ამოტივტივდა პოლონიუმით მოწამვლაც, როგორც რუსეთის მიერ აპრობირებული ხერხი შიდა მოწინააღმდეგეებისა და ,,უხერხული” პარტნიორების მოსაშორებლად

Published on

 
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში არაბულ სააგენტოებზე დაყრდნობით ა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის პრეზიდენტმა, 51 წლის ბაშარ ასადმა ინსულტი მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
 
 ლიბიის, სირიისა და საუდის არაბეთის რიგი სააგენტოების  ცნობით, იგი დამასკოს ერთერთ კლინიკაშია გადაყვანილი და გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.  მართალია, მისი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ საეჭვოა,  ფეხზე გავლა და აქტიური საქმიანობა შეძლოს.
 
 მეორე ვერსიით,  სირიის პრეზიდენტი დაჭრილია. რამდენიმე არაბული გამოცემა ამტკიცებს, რომ მასზე  თავდასხმა მოხდა.
 
ვრცელდება ვერსიები მისი პოლონიუმით მოწამვლის შესახებაც, რაც რუსეთის სპეცსამასახურის მიერ არაერთგზის აპრობირებული მეთოდია ,,უხერხული'' პარტნიორებისა და მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეების ჩამოსაშორებლად.
 
არის აგრეთვე ვერსია, რომ ასადს თავის ტვინის სიმსივნე აქვს  – ამ ინფორმაციას ტელე არხი ,, ალ-არაბია'' ავრცელებს  ლიბანის გაზეთ ,,ალ – მუსტაკბალზე'' დაყრდნობით. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ასადი 2016 წლის ოქტომბერში, მოსკოვში გასაიდუმლოებული ვიზიტისას მსგავსი შეტევის გამო მოსკოვის კლინიკაში მოხვდა და სერიოზული გამოკვლევის შედეგად ეს დიაგნოზი დაუდგინდა, მას შემდეგ იგი სირიელი და რუსეთიდან მიწვეული ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 
 
სირიის მთავრობა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ასადი საკუთარ მოვალეობას ძველებურად ასრულებს.

 

 

 

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...