მთავარისიახლეებისამართალი,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' საუბრობს მაღალ რისკებზე იმისა, რომ მოქალაქეთა პირადი...

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს მაღალ რისკებზე იმისა, რომ მოქალაქეთა პირადი ცხოვრება დაუსაბუთებელი დაკვირვების ქვეშ დარჩება

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა''  საუბრობს  მაღალ რისკებზე იმისა, რომ მოქალაქეთა პირადი ცხოვრება იქნება დაუსაბუთებელი დაკვირვების ქვეშ.  – ასე გამოეხმაურა პარტიის წარმომადგენელი  ნუგზარ წიკლაური საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, შეიქმნას ფარული მოსმენების შესახებ დამოუკიდებელი სააგენტო, , რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
 ”ინიცირებული კანონის მიხედვით, ეს სააგენტო შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და მის ხელმძღვანელს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. ყველასთვის ცხადია, რომ რაიმე სახის დამოუკიდებლობაზე საუბარი შეუძლებელია. ეს არის უბრალოდ თვალის ახვევა საზოგადოებისთვის, რეალობა რჩება იგივე და არსებობს კვლავ მაღალი რისკები, რომ მოქალაქეთა პირადი ცხოვრება იქნება დაუსაბუთებელი დაკვირვების ქვეშ”, -აცხადებს ნუგზარ წიკლაური
 
კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის  მიერ წარმოდგენილ წინადადებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ეს წინადადება  რადიკალურად განსხვავდება არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვისაგან და შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
„ახალი სააგენტოს სახით იქმნება არა სერვისის მიმწოდებელი ორგანო, არამედ დიდი ძალაუფლებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახური, რომელიც ამავდროულად ექსკლუზიურად სარგებლობს რიგი უფლებამოსილებებით და მას კვლავაც დარჩება პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე, რაც ცალსახაც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, – განაცხადეს მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 
 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას უარყოფს ამ რისკებს და აცხადებს, რომ  ეს ახალი სსიპ-ი  ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ მინისტრიასა და პარლამენტის წინაშე, რაც კანონიერების დაცვს გარანტიად მიაჩნია.  მისი თქმით,  ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქციის  ცალკე  გამოიყოფა და გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია, ქვეყანას  ქვეყანას მისცემს სესაზლებლობას ქობნცდეს  სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...