მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ ეთამაშება ცეცხლს? გამოითქმის ვარაუდი, რომ ხანძარი ,,ბავშვთა სამყაროს'' ტერიტორიაზე...

ვინ ეთამაშება ცეცხლს? გამოითქმის ვარაუდი, რომ ხანძარი ,,ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე შემთხვევით არ გაჩენილა

Published on

თბილისში გამთენიისას  ,,ბავშვთა სამყაროს'' შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძარმა მოიცვა
 ,,ინფორმაცია  ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში  04:10   საათზე შევიდა, მაგრამ ადგილზე ხუთ წუთში მისულ მეხანძრეებს უკვე დიდი მასშტაბის ხანძარი დახვდათ – იწვოდა „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე არსებული ღია სავაჭრო ფართი (3 000 კვ. მ.), საიდანაც ცეცხლი უკვე გადასულიყო „ბავშვთა სამყაროს“  მთელ  შენობაზე. მიხედავად იმისა, რომ ადგილზე მუშაობდა 31 სახანძრო დანაყოფი, ცეცხლის ქრობიდან დაწყებიდან  10-12 წუთში ცეცხლი უკვე  18 000 კვ.მეტრი ღია  ფართობზე გავრცელდა.''   -აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენელი დავით გელაშვილი
 
ამ დროისათვის ცეცხლის ძირითადი კერები ჩაქრობილია, მაგრამ მიმდინარეობს ცალკეული ფართების დამუშავება. ადგილზე რჩებიან მეხანძრეები და სამართალდამცავები. სამწუხაროდ ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას დაშავდა მეხანძრე, რომელმაც   დაზიანება სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევის შედეგად მიიღო.  იგი  მხრის არეშია დაშავებული.  შენობის ნაწილის ჩამონგრევის ადგილზე კიდევ ერთი მეხანძრე იმყოფებოდა, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს.
 
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე, სავაჭრო ცენტრში, სადაც ხანძრის კერები ჯერ კიდევ დარჩენილია, შესვლას ვეღარ ახერხებენ.
 
შეგახსენებთ, რომ ხანძრის ლოკალიზებისას ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მეხანძრე დაშავდა, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა, თუმცა, სრულად არის დამწვარი ე.წ. საბითუმო ბაზრობის ტერიტორია და ,,ბავშვთა სამყაროს'' შენობა, სადაც  და .მიმდინარეობს ცალკეული ობიექტების  ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა შენობა,  სადაც ძირითადად ოქროულობით მოვაჭრეები მუშაობდნენ  და ოქროულობის საწყობებიც იყო განლაგებული.  დამწვარი ,,ოქროს სამყაროს'' მოვაჭრეების თქმით, შენობაში დიდი რაოდენობოთ ოქრო ინახებოდა და შესაბამისად ათასობით  ადამიანია დაზარალებული.
 
ექსპერტ-კრიმინალისტები ჯერჯერობით ვერ  საუბრობენ  ხანძრის გამოწვევ მიზეზებზე და აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან შენობაში შესვლას მხოლოდ  მას შემდეგ შეძლებენ, რაც მეხანძრეები ცეცხლის სრულად ჩაქრობას უზრუნველყოფენ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
 
დაზარალებულები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ. მათი ვერსიით,  შესაძლოა ხანძარი ბავშვთა სამყაროს შენობაში განზრახ გააჩინეს.
 
როგორც აღმოჩნდა, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ იყო დაზღვეული, მაგრამ თავად კომპანია  თავს იკავებს ინფორმაციის გაცემისაგან.  ,, ამ ეტაპზე „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი გასულია და არკვევენ დეტალებს. ამ ეტაპზე მიდის ზარალის დათვლა და ცოტა ხანში გახდება ინფორმაცია ცნობილი,“ – აცხადებენ „ალდაგში“.
დაზარალებულები სკეპტიკურად უყურებენ ესოდენ დიდი ზარალის ადექვატური ანაზღაურების შესაძლებლობას ამ კომპანიის მხრიდან, სამაგიეროდ,  ეს გარემოება უმყარებთ ვარაუდს, რომ    ხანძრის შესაძლო ხელოვნურ გაჩენაში  არ არის გამორიცხული კიდევ ერთი დაინტერესებული მხარის, ამჯერად ალდაგის კონკურენტის როლი.
 
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მომხდარზე პირველ რიგში ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი –  ფაქტი არის ძალიან მძიმე, ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ვაჭრობდნენ, არიან ადამიანები, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ქონიათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ ამ პირობებში. მათ  ხელშეკრულებები აქვთ ბაზრობის ადმინისტრაციასთან და,  შესაბამისად, პასუხისმგებლობა სწორედ ბაზრობის ადმინისტრაციას ეკისრება- განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში. 
 
 
თავის მხრივ, შენობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.  ღამის საათებში დაცვა სისტემატურად ამოწმებს ტერიტორიას, ასევე იკეტება ყველა კარი, თუმცა . 
 აღნიშნავენ იმასაც, რომ  ეს „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის და ისევე როგორც მაშინ, ამჟამადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზებით გაჩნდა“.. ,,რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას,  ადმინისტრაციას მოვაჭრეების კომპენსაციის საშუალება არ აქვს ''-  განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში
 
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. 
 კახა კალაძის განცხადებით, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და მიზეზები გაირკვეს. 
 
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან დამთრგუნველია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ძალიან მძიმეა ეს მათთვის. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ მე ვფიქრობ, ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა იყოს ამ მიმართულებით მიდგომები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...