მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ დაეხმარება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ათასობით მოქალაქეს?

ვინ დაეხმარება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ათასობით მოქალაქეს?

Published on

ამ წუთებში „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების მფლობელები მაღაზიებს ცლიან. – ასე ურჩია სამაშველო სამსახურმა „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიების ხელმძღვანელებსა და მფლობელებს, რადგან  შენობის კარკასი დაზიანებულია და  არსებობს მისი ჩამონგრევის რეალური  საფრთხე. ცალკე საკითხია რამდენად არის მიზანშეწონილი ეს რჩევა, როცა შენობაში შესვლისგან ავარიულობის გამო ჯერაც თავს იკავებენ ექსპერტ – კრიმინალისტებიც კი, და რამდენად გაუსწორებენ თვალს რეალობას სასოწარკვეთილი დაზარალებულები, რომელთაც ჯერაც უკიდიათ უკვე ჩაქრობილი ცეცხლი, რომ სიცოცხლით არ გარისკონ  ცეცხლს გადარჩენილი ქონების გამოტანისთვის.    
 
,,ბავშვთა სამყაროსა'' და  საბითუმო ვაჭრობის  ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგები ცდება აქ დასაქმებულთა და  ადმინისტრაციის პრობლემას, რომელიც თავისთავად უაღრესად მწვავეა, მაგრამ , როგორც ირკვევა, ათასობით სხვა  მოქალაქის ცხოვრებას შეეხო. ეს განსაკუთრებით ეხება ,,ოქროს სამყაროს'', ე.წ. ოქროს ბირჟას, სადაც მათ უკანასკნელი იმედი – სახლიდან გატანილი ოქროულობა ქონდათ გასაყიდად ჩაბარებული და ახლა უარაფროდ დარჩნენ. 
 
როგორც ბაზრობის ადმინისტრაცია აცხადებს, ის ზარალის ანაზღაურებას ვერ შეძლებს, ხოლო ქალაქის მერია პასუხიმგებლობას, მათ შორის მატერიალურსაც, სწორედ მას აკისრებს – ყოველ შემთხვევაში, ეს დღეს დილი მკაფიოდ განაცხადა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.  კონკრეტულ განცხადებებს თავს არიდებს პრემიერ მინისტრი კახი კალაძეც და სავაჭრო ობიექტების დაზღვევის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, რაც ვერაფერი შეღავათია დაზარალებულებისათვის.
 
მცირე ხნის წინათ დამატებითი კომენტარები გააკეთა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
,,ვინ არის პასუხისმგებელი, ამაზე საუბარი ნაადრევია,  აუცილებელია მოხდეს დროული გამოძიება. ადმინისტრაციის დადანაშაულებას არ ვიჩქარებთ და დასკვნებს ვერ გამოვიტანთ წინასწარ'' – განაცხადა მან და დასძინა, რომ  საკრებულო და მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს დაზარალებული ადამიანებისთვის თანაგრძნობის აღმოჩენა.
 
,, რაც შეეხება დაზარალებულ თანამოქალაქეებს, სამწუხაროა და მათ ჩვენ თანავუგრძნობთ. ისინი მუნიციპალიტეტის და მთავრობის მხრიდან მიიღებენ ყველანაირ დახმარებას. შესაძლოა, მოქალაქეებისთვის მოხდეს კრედიტებზე შეღავათების გაკეთება და სწორედ ამ კუთხით მოხდეს მათი დახმარება.  “- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
 
რას უნდა ელოდეს ხალხი ამ ზოგადი ფრაზებიდან, ძნელი გასათვლელი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მიიღეს 13 ივნისის წყალდიდობისას დაზარალებულმა ოჯახებმა მთავრობის მხრიდან გაკეთებული გაცილებით უფრო ხმაურიანი განცხადებების შემდეგ არათუ ბიუჯეტიდან, უამრავი საზოგადოებრივი ფონდის შექმნისა და მოქალაქეთა ადრესირებული შემოწირულობებიდანაც კი.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...