მთავარისიახლეებისამხედრო თემასამხედრო მოსამსახურეთა მასობრივი დათხოვნები - ქართული ჯარის წინაშე ჩადენილი დანაშაული ხელისუფლების...

სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივი დათხოვნები – ქართული ჯარის წინაშე ჩადენილი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან

Published on

თავდაცვის სამინისტრო თებერვალში 3800 მოსამსახურის დათხოვნას გეგმავს.  – ამის შესახებ განცხადება დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა. პარტიის ლიდერების თქმით, უკვე გაშვებულ და ასევე გასათავისუფლებელ სამხედროთა რიცხვი ჯამში 10 ათასს აღწევს
 
„2017 წლის დამდეგს თავდაცვის სამინისტრომ  1 000 მეტი თანამშრომელი  დაითხოვა სამსახურიდან, გათავისუფლებულთა შორის არიან  როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებიც. – ასე მიულოცა მათ სამინისტრომ ახალი წელი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. –  მასობრივი გათავისუფლებები დღემდე  გრძელდება.
 
,, ამ ეტაპისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 1 800-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული, 3 800 კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და 15 თებერვლისთვის კიდევ აპირებენ უფრო მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას.' – ეს არის ერთიანი გეგმის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოიშალა თავდაცვის ზღუდეები, სამხედრო მრეწველობა ფაქტობრივად აღარ არსებობს ქვეყანაში, გაუქმებულია ლილოს საინჟინრო ბატალიონები და სხვები – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. 
 
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და ბესო შენგელიამ დაასახელეს კონკრეტული ციფრები და ისაუბრეს  ტენდენციაზე, რომელიც  დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა ქვეყანაში სამხედრო მრეწველობა შეჩერდა. 
  ეს არის ქართული ჯარის წინაშე ჩადენილი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, სამინისტროს მხრიდან თავდაცვის მოშლა და დივერსია შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ., – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
 
ბესო შენგელია აცხადებს, რომ ,,გაუქმებულია კრწანისში, ზემო ფონიჭალის ტერიტორიაზე დისლოცირებული სატანკო ბაზა. მცხეთის მიმდებარედ დისლოცირებული პირველი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეული დაშალეს, უმეტესობა გაანთავისუფლეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეოთხე ბრიგადას შეუერთეს.
 
სამხედრო პოლიციაში 21 დეკემბერს სამსახურიდან დაითხოვეს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის 99 თანამშრომელი, ასევე დასავლეთ ბატალიონის 40 თანამშრომელი (ამას საინფორმაციო საშუალებებთან პირდაპირ აცხადებს აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი საქმის მწარმოებელი შოთა მათითაიშვილი).
9 იანვარს 145 სამხედრო გაანთავისუფლეს უაპელაციოდ, 3 800 თანამშრომელი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და ჯერჯერობით მინისტრს ხელი არ მოუწერია. თავდაცვის სამინისტრომ სამეტაპიანი „ოპტიმიზაცია“ გამოაცხადა. პირველი და მეხუთე ბრიგადები გაერთიანდა. სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში მყოფი საინჟინრო ბრიგადა გაუქმდება და ბატალიონად გადაკეთდება. 200-ზე მეტი ადამიანი საინჟინრო ბრიგადიდან პირდაპირ მოწყობიდან დაითხოვეს, ამოიკითხეს გვარები, ცალკე დააყენეს კეთროვნებივით და დამამცირებლად გაუშვეს სახლში. ასევე საინჟინრო ბრიგადის ორი ბატალიონი საერთოდ დაშალეს და 200 ადამიანი ამ ხერხით გაუშვეს სამსახურიდან. კონკრეტული ფაქტები: ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო – მხარდამჭერი ბატალიონი იყო, სადაც 350 ადამიანი მუშაობდა. ეს ბატალიონი სამი ასეულისგან შედგებოდა, პლუს ბატალიონის მმართველობა. დაშალეს, სამხედრო უზრუნველყოფის თანამშრომლები მთლიანად გაანთავისუფლეს, ასევე ბატალიონის შტაბიდან და ბრიგადიდან სამოქალაქო პირები მთლიანად გაუშვეს. კონკრეტულ მისამართზე: ჭირნახულის ქუჩა N11 (ლილოს მიმდებარე ტერიტორია) პირდაპირ მოწყობაზე ამოიკითხეს 85 ადამიანის გვარი და უთხრეს, რომ   დათხოვნილი არიან შეირაღებული ძალებიდან, ეკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა და სასწრაფოდ უბნდა დატოვონ ტერიტორია''.
მიზანმიმართულ განთავისუფლებებს მოწმობს ისიც, რომ სამხედრო მოსამსახურეებს იძულებით აწერინებენ ხელს სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც ბრიგადა აწარმოებს, ხელმომწერი იღებს ვალდებულებას ინფორმაციის გაუცემლობაზე, რაც კეთდება იმისათვის,რომ  არ გავიდეს ინფორმაცია შიდა საქმეებზე. ამასთან დათხოვნილებს   აფრთხილებენ, ან აიღეთ  კომპენსაციები და ნებით  წადით შეიარაღებული ძალებიდან, ან  ,, ფიზიოებში'' ჩაგჭრით და მაინც მოგიწევთ წასვლაო.
კომპენსაციები გაიცემა წოდებების მიხედვით:   ლეიტენანტის კომპენსაცია – 5 000 ლარია; კაპიტნის – 10 000 ლარი; მაიორის – 12 000 ლარი; ვიცე-პოლკოვნიკის – 15 000 ლარი; პოლკოვნიკის – 20 000 ლარი. 
 
15 თებერვლისთვის ელოდებიან დათხოვნების ახალ ეტაპს. გენშტაბის ახალი უფროსი ჩაჩიბაია მიზანმიმართულად ანადგურებს ქართულ ჯარს“, – აღნიშნა შენგელიამ.
 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...