მთავარისიახლეებისაზოგადოება,, ალდაგის'' განცხადებით, დაზღვეულია „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და არა მოვაჭრეების...

,, ალდაგის” განცხადებით, დაზღვეულია „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება

Published on

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“  ჟურნალისტებისათვის განცხადება გაკეთდა.
როგორც  სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა განაცხადა, კომპანიაში დაზღვეულია  მხოლოდ და მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. მისი თქმით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა  6 მილიონ ლარად არის  დაზღვეული.
„დღევანდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეული სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა.  ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. 
„ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია.
ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, – განაცხადა ებიტაშვილმა. 
 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...