მთავარისიახლეებიპოლიტიკასტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნა ვანო მერაბიშვილს უკავშირდება?

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნა ვანო მერაბიშვილს უკავშირდება?

Published on

ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის მიზეზებზე აქვეყნებს  წერილს, რომელიც სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ გამორიცხავს, რომ კანდიდატთა წინააღმდეგ გარკვეული პირების მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმის განხილვას უკავშირდებოდეს. მისი თქმით, მისი კანდიდატურის წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორი და ნაციონალური მოძრაობა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სახალხო დამცველი ორგანიზებულ კამპანიას აწარმოებდნენ. გოცირიძის ინფორმაციით, ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ადეიშვილის მოადგილე განიხილავს.
 
„გარკვეულმა ძალებმა, სამწუხაროდ, კანდიდატთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის არენად გადააქციეს. მეჩვენება, რომ რაგინდ რა საუკეთესო პროცედურები შემოვიღოთ კანდიდატების შერჩევისას, და ვინც არ უნდა შეირჩეს, გარკვეულ ძალთა ეს თავგანწირული მობილიზაცია კონკურსის ეტაპზეც, საქართველოში თუ შემდგომ, სტრასბურგშიც, მაინც გაგრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ სიაში ამ ძალებისათვის მისაღები კანდიდატი არ მოხვდება და სანამ გარკვეული საქმეების განხილვა არ დასრულდება ევროპის სასამართლოში. დიახ, ეს შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმის განხილვას სტრასბურგში, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და სხვა მომავალ საქმეებს,“ – წერს ევა გოცირიძე.
 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...