მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ხვალ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოდის

საქართველოში ხვალ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოდის

Published on

30-31 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვევა. 
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტორბიორნ იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს,იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
 
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროპის საბჭოს ჩართულობას კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში. 
 
მხარეები ასევე განიხილავენ 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას. 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...