მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ძვირფასო ზუგდიდის მთავრობა, გვქონდეს თქვენი იმედი ამ თოვაში თუ ლოცვა გავაძლიეროთ?'' –...

,,ძვირფასო ზუგდიდის მთავრობა, გვქონდეს თქვენი იმედი ამ თოვაში თუ ლოცვა გავაძლიეროთ?” – სოციალურ ქსელში მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს

Published on

 გადაუღებელმა თოვამ ზუგდიდში უკვე ჩააგდო საგონებელში მოსახლეობა, რადგან ქალაქში და, მით უფრო, სოფლებში გადაადგილება გართულდა.  
თუ ასე გაგრძელდა,  ამაღამ მოსალოდნელი  ძლიერი ყინვა თოვლს ლოდებად აქცევს და ისე მოასრიალებს გზებსა და ტროტუარებს, რომ როგორც  ქვეითად მოსიარულეების, ისე ავტომანქანების გადაადგილება შეუძლებელი გახდება.  
 
საღამო ახლოვდება, მაგრამ  ზუგდიდის მერიას ამ დრომდე არ უცდია არათუ მთელი ტროტუარების,  თოვლში  სავალი საცალფეხო ბილიკების გადაფხეკაც კი,   ტექნიკური მარილის დაყრაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რამდენად ოპერატიულად და ეფექტიანად მოქმედებს იგი ასეთ პექსპტრემალურ სიტუაციაში, ადრინდელი თოვისა და ლიპყინულის პირობებშიც ვნახეთ. თუმცა სიტყვა ,,ექსტრემალური'' აქ ალბათ ზედმეტია, რადგან თოვლი და ყინვა ზამთრის სეზონში სრულიად ჩვეულებრივი რამ არის და ქალაქის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები  მზად უნდა იყონ მის დასახვედრად. 
 
მოსახლეობის აღშფოთება სოციალურ ქსელებში პიკს აღწევს: 
,,სად ხართ, გამოდით. ძლივს მოვდივართ რუხიდან. საჯვაროს ხიდთან მანქანა მანქანას აზის…მოაყარეთ მარილი!''
,,დიარ ( ძვირფასო) ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ტექნიკური მარილი გაქვენ? თუ ასე ითოვა საღამომდე და მერე მოყინა, გვქონდეს თქვენი იმედი თუ ლოცვა გავაძლიეროთ?'' 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...