მთავარისიახლეებიპოლიტიკამუზეუმის თანამშრომელი ელზა ზოდელავა მის გათავისუფლებას პირად ინტერესებს უკავშირებს

მუზეუმის თანამშრომელი ელზა ზოდელავა მის გათავისუფლებას პირად ინტერესებს უკავშირებს

Published on

ზუგდიდის იტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი ელზა ზოდელავა  კიდევ ერთ თანამშრომელთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას დღეს დილით მიუვიდა შეტყობინება გათავისუფლების შესახებ, თუმცა ზოდელავას თქმით, ბრძანებაში არ არის განმარტებული თუ რატომ არ უგრძელდება ხელშეკრულება.მუზეუმის ქართულ-სლავური ენის სპეციალისტი ამბობს, რომ მას პირადი უთანხმოება ქონდა მუზეუმის დირექტორთან და გათავისუფლებასაც სწორედ პირად ინტერესებს უკავშირებს. მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია  დღეს სამსახურში არ გამოჩენილა,   თანამშრომლების ინფორმაციით ის თბილისში იმყოფება. მასთან მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით დაკავშირებაც შეუძლებელი აღმოჩნდა.კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ  2017 წლის  ბიუჯეტში ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის გასულ წელთან შედარებით 24 ათასი ლარით ნაკლები თანხა გამოყო.მაშინ მუზეუმის დირექტორის თქმით, ამან თანამშრომელთა უკმაყოფილება გამოიწვია და ლილი ბერაია კადრების ოპტიმიზაციას და ხელფასების შემცირებას არ გამორიცხავდა.კულტურის სამინისტროს განმარტებით, ბიუჯეტის  შემცირება სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობდა.  ელზა ზოდელავა ლილი ბერაიასგან გათავისუფლების მიზეზის გარკვევას ითხოვს, მისი თქმით, ორშაბათს სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...