მთავარისიახლეებისამართალი,, კაბელების საქმეზე'' მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა. მათ უკვე დატოვეს სასჯელაღსრულების...

,, კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა. მათ უკვე დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება

Published on

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს პრეზიდენტმა შეიწყალა. მათ უკვე დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ყოფილ მსჯავრდებულებს დაწესებულებასთან მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები დახვდნენ.   ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა განცხადება პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ. 
 
 ჩიხრაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი აკვირდებოდა პროცესს, რომელიც უკავშირდებოდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმე. მისი თქმით "ვერც ერთ ეტაპზე საქართველოს პროკურატურამ ვერ მოახერხა დაესაბუთებინა ბრალი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის",
გამომდინარე ზემოხსენებულიდან, პრეზიდენტმა მათი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
 
 აწ უკვე ყოფილი მსჯავრდებულები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ასე აფასებენ: 
,,სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც სხვა შტომ ვერ გააკეთა – მან აღადგინა სამართლიანობა, – განაცხადა ა გიზო ღლონტმა სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.  – ბედნიერები ვართ იმ კუთხით, რომ გვყავს სულიერი მოძღვარი – პატრიარქი, გვყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და ვუსურვებ მთავრობას, რომ ისიც სახელმწიფოებრივად მიუდგეს ყველა საკითხს. სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება. პრეზიდენტისგან აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდით, რადგან ის ქვეყნის მთავარსარდალია. მან იცოდა, რომ პოლიტიზებული იყო ეს საქმე და მინდა მადლობა გადავუხადო მას. ასევე მივმართავ მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას მიხედოს და დაამკვიდროს სამართლიანობა", – განაცხადა გიზო ღლონტმა.
 
შეგახსენებთ, გამოძიება სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს  სახელმწიფო სახსრების– 4 102 000 ლარის  გაფლანგვას ედავებოდა. გუშინ  სააპელაციო სასამართლომ მათ მუხლი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახედ წელიწადი და 6 თვე განუსაზღვრა. მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2 თვეში უნდა დაეტოვებინათ. 

 
 
 

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...