მთავარისიახლეებისამართალიმიხეილ სააკაშვილი: ,,გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ”ფეისბუქით” გასცა გია ცერცვაძის გათავისუფლების...

მიხეილ სააკაშვილი: ,,გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ”ფეისბუქით” გასცა გია ცერცვაძის გათავისუფლების დაპირება, მაგრამ დღეს სხვა სურათი მივიღეთ”.

Published on

,,ეს არის ერთგვარი საგანგაშო გზავნილი სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცებისთვის, ვინც იცავს უკრაინას'' -განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინისა და საქართველოს ოპოზიციურ ძალთა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა  გია ცერცვაძის სასამართლო პროცესის სამ თებერვლამდე გადადებისა და მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების შესახებ. იგი  დღეს  ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის სასამართლო პროცესს ესწრებოდა.
 
,, გუშინ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ”ფეისბუქით” გასცა გია ცერცვაძის გათავისუფლების დაპირება, ”მაგრამ დღეს სხვა სურათი მივიღეთ. რაც ახლა ხდება იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც უკრაინის დაცვისთვის იბრძვის, საფრთხის ქვეშაა და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის კორპუმპირებული უწყებების მხრიდან. არსებობს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ექსტრადირება დაუშვებელია. მოვუწოდებ პროკურატურას და სასამართლოს, უარი თქვან ბიუროკრატიაზე და დროულად მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება”, -განაცხადა სააკაშვილმა
ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი 3 თებერვლისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლემ ის გარემოება დაასახელა, რომ საქალაქო სასამართლოს მხრიდან შესაბამისი მასალების დროულად მიწოდება არ მოხდა. სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე უნდა ემსჯელა, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძეს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სიახლეები

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა...

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...