მთავარისიახლეებისამართალიმეოთხე დღეა ციხეში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები შიმშილობენ - ირაკლი ფირცხალავას...

მეოთხე დღეა ციხეში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები შიმშილობენ – ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

Published on

მე-9 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მეოთხე დღეა  შიმშილობენ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები  ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე – ისინი მათი საქმის გამოძიებასა  და განხილვაში არსებულ უხეშ კანონდარღვევებს აპროტესტებენ. 
 
დღეს  შიმშილობის გამო კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ცნობას ამის შესახებ  გიორგი ცააძის და ირინა ცააძე ავრცელებს.  
”გუშინ ექიმმა მითხრა, რომ მოშიმშილე ადამიანების კვალობაზე, მათი მდგომარეობა სტაბილურიაო. თუმცა ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ ირაკლი ფირცხალავა ძალიან ცუდად არის, თვითონ კი არაუშავს. გიორგი არაა ცუდად, ირაკლი კი ძალიან ცუდადაა – თვალებში აქვს სისხლჩაქცევები. ითხოვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ფოტოაპარატი წამოიღოს. მე-4 დღე დაიწყო რაც შიმშილობენ. აქამდეც არ ჭამდნენ წესიერად საჭმელს და ალბათ ამანაც იმოქმედა ჯანმრთელობაზე. ასევე მათთან ერთად შიმშილობს კიდევ ერთი ადამიანი კობა თოდუა, რომელსაც დიაბეტი აქვს და მისთვის არ შეიძლება შიმშილობა”, – განაცხადა ირინა ცააძემ
მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ნომერ მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა. 
 
 
 

სიახლეები

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა...

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...