მთავარისიახლეებისამართალისაკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება რომელიც ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს

საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება რომელიც ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს

Published on

   ქალთა წინდაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება ახალი – 1332 მუხლიც, რომელიც ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, ქალთა წინდაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთარებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. 
 
 

სიახლეები

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა...

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...