მთავარისიახლეებიპოლიტიკაგალის შეხვედრაზე ცნობილი გახდა რომ დე-ფაქტო მთავრობა ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიის გადასასვლელების ჩაკეტვას...

გალის შეხვედრაზე ცნობილი გახდა რომ დე-ფაქტო მთავრობა ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიის გადასასვლელების ჩაკეტვას გეგმავს

Published on

ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გალში მორიგი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს ის თემები გააცნო, რაზეც შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა. ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხთან ერთად, სხვა მნიშვნელოვანი თემებიც განიხილა.დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოტობაია- ორსანტიისა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის საკითხი, რომელიც აფხაზური მხარის განცხადებით სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით კეთდება, ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს უკიდურესად მძიმედ აისახება და შეზღუდავს გადაადგილებას, ამიტომაც ყველა საშუალებას გამოიყენებნ იმისთვის, რომ აფფხაზურმა მხარემ გამშვები პუნქტები არ ჩაკეტოს.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის იზოლატორებში მყოფი ქართველი პატიმრების ბედს და აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებისა და ინფრასტრუქტურის თემასაც.კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ქართული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული იყოს.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...