მთავარისიახლეებისამართალიფრაქცია ,,ქართული ოცნება'' საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მანანა კობახიძის კანდიდატურას ასახელებს

ფრაქცია ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მანანა კობახიძის კანდიდატურას ასახელებს

Published on

დღეს ბიუროს სხდომამდე ფრაქცია ’,ქართული ოცნება” პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე  მანანა კობახიძეს წარადგენს – განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. 
,,ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე. ის ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი'' – განაცხადა მან.
 
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, პარლამენტის კვოტით მანანა კობახიძის შესაძლო დამტკიცებას ოპოზიცია ეხმაურება. ისინი თვლიან, რომ უმრავლესობის მოქმედი წევრი ვერ იქნება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მით უფრო, ვერ იქნება მანანა კობახიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც  პოლიტიკურად ანგაჟირებულმა, ოლიგარქის მიმართ  განსაკუთრებული ლოიალობით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა  მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა იყო პარლამენტის სპიკერი ,,ქართული ოცნებიდან'' და მანამდეც.  
„მანანა კობახიძე არის აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იცავს ხელისუფლებას ნებისმიერი მიმართულებით და ბუნებრვია, ის გაატარებს ბოლომდე ხელისუფლების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში,“ – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში – პარტია არ დაუჭერს მხარს მის კანდიდატურას.
მანანა კობახიძის კანდიდატურა მიუღებელია პარტიისათვის ,,ევროპული საქართველო'' – პარტიის წარმომადგენელი ოთო კახიძე საზოგადიოებას შეახსენებს  ბიძინა ივანიშვილის მიმართ მის დითირამბებს, მათ შოის განცხადებას, რომ ბიძინ ივანიშვილი   ილია ჭავჭავაძეა და ასეთი ლიდერი არ გვყოლია.  მანანა კობახიძე იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზების საქმეში,“ – აცხადებს კახიძე.
 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსი. ადა მარშანიას განცხადებით, მანანა კობახიძე გამოცდილი იურისტი და პოლიტიკოსია.

სიახლეები

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა...

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...