მთავარისიახლეებისამართალიე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა შიმშილობა გამოაცხადეს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა შიმშილობა გამოაცხადეს

Published on

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა – ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს. 
 
ბრალდებულები ითხოვენ გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, შვიდი სპეცრაზმელი, რომელიც ამავე საქმეზე იყო ბრალდებული და ჩვენება მათ საწინააღმდეგოდ მისცა, ერთ საკანში იჯდა, რაც  კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა
 
ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით,  ამ სპეცრაზმელების ერთ საკანში მოთავსებით დასტურდება, რომ მათ ჩვენებები შეათანხმეს. 
 
”ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, პირველ რიგში, ითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე იმ დოკუმეტის გასაჯაროებას სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულები ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა. მოგეხსენებათ, გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ერთ-ერთ დარღვევად სწორედ ის მიიჩნია, რომ საქმეზე ბრალდებულები ერთად იყვნენ მოთავსებულები საკანში ” – განაცხადა  მალხაზ ველიჯანაშვილმა. 
 
მისივე თქმით, ბრალდებულები იქამდე გააგრძელებენ შიმშილობას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

სიახლეები

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა...

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...