მთავარისიახლეებიმსოფლიოქალთა საპროტესტო მარში ვაშინგტონში

ქალთა საპროტესტო მარში ვაშინგტონში

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია "ქალების მსვლელობა ვაშინგტონში" , მაგრამ მარში მას მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს, რადგან   ხალხის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მსვლელობისათვის ადგილი აღარ დარჩა –  აქციის ორგანიზატორები ამდენ მონაწილეს არ ელოდნენ. კაპიტოლიუმსა და ლინკოლნის მემორიალს შორის სივრცე მოქალაქეებით გადაიჭედა. 
 
”იქ, სადაც წინადღეს ინაუგურაციაზე ტრამპის მხარდამჭერები იდგნენ, ახლა პრეზიდენტის ოპონენტები შეგროვდნენ. აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი თეთრ სახლთანაც მივიდა. აქციაში რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. დემონსტრაციას პოლიტიკურმა აქტივისტებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მიმართეს, მათ შორის – მადონამ, სკარლეტ იოჰანსონმა და ალისია კისმა.
 
ქალთა სოლიდარობის აქციები ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ნიუ იორკის დემონსტრაციის ათიათასობით  მონაწილემ მეხუთე ავენიუდან "ტრამპ თაუერისკენ" მოაწყო მსვლელობა.
 
ამერიკელი ქალები აპროტესტებდენ  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა დროს ქალებზე გაკეთებულ განცხადებებს,   დემონსტრანტთა ნაწილი ტრამპის პრეზიდენტად არჩევასა და მის პოლიტიკურ შეხედულებებსაც გმობდა.
 
დემონსტრანტების პროტესტი არ შემოფარგლულა ქალთა უფლებების საკითხით,  იგი შეეხო  ტრამპის მიერ დაპირებულ საიმიგრაციო პოლიტიკას,  მუსლიმ ამერიკელთა მიმართ მის დამოკიდებულებას 
 
ქალთა მსვლელობა  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ფეისბუქით" დაიგეგმა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საპროტესტო მუხტს შეინარჩუნებენ და გააგრძელებენ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობისათვის ბრძოლას.
 
რაც შეეხება ტრამპის რეაქციას, მას აქციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა  პირველი სამუშაო დღე ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში გაატარა.

 
.
 

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...