მთავარისიახლეებიეკონომიკადევნილთა ყოველთვიური დახმარება უქმდება?

დევნილთა ყოველთვიური დახმარება უქმდება?

Published on

,, უტყუარი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ დევნილთა სამინისტრო აპირებს დევნილთა ყოველთვიური დახმარების გაუქმებას – ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო წერედიანი აქვეყნებს –   განიხილება ორი ვარიანტი, მოუხსნან ყველას ან იმათ, ვისაც სახელმწიფომ ბინები დაუმტკიცა.
დევნილთა სამინისტრო აპირებს დევნილთა ყოველთვიური დახმარების გაუქმებას ბესო წერედიანი ააცხადებს, რომ
ამ ვითარებაში, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებით ისედაც გაუსაძლისი გახდა ეკონომიკური მდგომარეობა, ამ ნაბიჯის გადადგმა კატასტროფა იქნება ისედაც უკიდურესად შეჭირვებული დევნილებისათვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
თუ ეს ინფორმაცია მცდარია, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო, მაგრამ თუ სიმართლეს შეესაბამება წარმოდგენაც კი არა გაქვთ იმდენად დიდ წინააღმდეგობას მიიღებთ.
გირჩევთ დააოკეთ სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსნის თავის გამოჩენის მავნებლური ამბიციები და ნუ ეცდებით ეკონომიის გაკეთებას დევნილების ხარჯზე, მაგას ჯობს უაზროდ გაბერილი შტატები შეამციროთ და პრემიებს და დანამატებს მოუკლოთ!'' – წერს ბესო წერედიანი
 
 არანაირი სხვა ინფორმაცია ამ შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ მედიაში და ოფიციალურ წყაროებში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს  ინიციატივა – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები".  ამასთან  დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის დანიშნულებაა აღნიშნული დოკუმენტის პროექტის შესწავლა და წინადადებების შემუშავება. 
 
 
 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...