მთავარისიახლეებისამართალი„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დახმარებით, კიდევ ერთი მოქალაქის საკუთრების უფლება აღდგა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დახმარებით, კიდევ ერთი მოქალაქის საკუთრების უფლება აღდგა.

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დახმარებით, კიდევ ერთი მოქალაქის – აბელ კალანდიას საკუთრების უფლება აღდგა. აბელ კალანდიას ანაკლიაში მიწის ნაკვეთი 2001 წელს გადაეცა და იმავე წელს საჯარო რეესტრში კანონის სრული დაცვით დაარეგისტრირა. 2015 წელს მესაკუთრემ გადაწყვიტა, ანაკლიის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი დაეზუსტებინა და საჯარო რეესტრს მიმართა, თუმცა როგორც დადგინდა, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის მიერ სახელმწიფოს საკუთრებად იყო დარეგისტრირებული და მოგვიანებით კი გასხვისებული.აბელ კალანდიამ დახმარებისთვის ჩვენი ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისს მიმართა. იურისტის, ლელა მოწონელიძის წარმომადგენლობით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 30 დეკემბერს, აბელ კალანდიას მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე პირველადი რეგისტრაცია გააუქმა. რაც შეეხება აღნიშნული მიწის ნაკვეთის შემდგომ რეგისტრაციას, ამ საკითხზე სასამართლო სამოქალაქო წარმოების წესით, 30 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იმსჯელებს.

სიახლეები

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა...

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...