მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ ყრილობისთვის ემზადება. ვრცელდება პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო - რგოლი

ენმ ყრილობისთვის ემზადება. ვრცელდება პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო – რგოლი

Published on

,,20 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
პარტიის ლიდერი ყრილობასთან დაკავშირებით ვიდეო-რგოლს ავრცელებს.
მისი თქმით, 20 იანვარს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე.
”ეს არის პირველი მნიშვნელოვანი მარცხი ოლიგარქის, რომელმაც ვერ შეძლო მისი ყველაზე მზაკვრული გეგმის განხორციელება – ჩვენი პარტიის წართმევის, მისი ჩამოშლის და პოლიტიკური არენიდან გაქრობის. უფრო მეტიც, 20 იანვარს, ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში. თქვენთან ერთად, ჩვენს აქტივისტებთან ერთად, ვინც გადაარჩინა, შეინარჩუნა და გააძლიერა ”ნაციონალური მოძრაობა” და ვინც უნდა გააგრძელოს საქართველოს შენება. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ერთიანები, ძლიერები, როგორც არასდროს დარწმუნებული საკუთარ ძალებში და ქვეყნის მომავალში და რომ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
დღეს ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნინო კალანდაძემ მედიისათვის გააკეთა განცხადება, რომ დელეგატების შერჩევა დასრულებულია, ამ დროისათვის წუთისთვის 7 ათას 136 დელეგატია რეგისტრირებული. დელეგატები შეირჩნენ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციებიდან. ყრილობას დაესწრებიან მიწვეული სტუმრებიც. ჯამსი ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 9 000 ადამიანი.
ყრილობაზე განისაზღვრება პარტიის სამომავლო გეგმები, აირჩევა პარტიის  პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და   პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე .
 
 
 
 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...