დღეიდან საქართველოში ლარიზაციის ერთჯერადი და ნებაყოფლობითი პროგრამა იწყება. მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ერთობლივად შემუშავებული პროგრამის დეტალებს ეროვნულ ბანკში კიდევ ერთხელ განმარტავენ.„ფიზიკურ პირებს, ვისაც სესხი ქონდა აღებული 2015 წლის 1 იანვრამდე აშშ დოლარში და არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, შეუძლიათ სესხები გაალარონ შეღავათიანი კურსით, ანუ მიმდინარე კურსს გამოკლებული 20 თეთრი 1 აშშ დოლარზე, ეს სხვაობა იქნება ანაზღაურებული მთავრობის მიერ,“ – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.