მთავარისიახლეებიპოლიტიკასცენარი, რომელსაც პარტიის ლიდერშიფი მიყვებოდა და ივანიშვილის ინტერესები

სცენარი, რომელსაც პარტიის ლიდერშიფი მიყვებოდა და ივანიშვილის ინტერესები

Published on

    მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ  ნაციონალური მოძრაობიდან მისი ჩამოშორებით ყველაზე მეტად ივანიშვილი იყო დაინტერესებული, თუმცა ეს არ გამოუვიდა. 
„ვიღაცამ ნებით ითამაშა ეს თამაში, ვიღაცამ უნებლიედ, ვიღაცის ინტერესებს დაემთხვა.  ეს სხვადასხვა თემებია, მაგრამ მე ვცხოვრობ უკრაინაში, ჩვენ გვებრძვის მინიმუმ 7-8 ოლიგარქი ივანიშვილის ხელა და ივანიშვილზე დიდიც, მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ მოქმედებენ ოლიგარქები, თუკი რამე არ ვიცოდი, აქ ყველაფერი ზეპირად ვისწავლე. როცა  ასეთი პროცესები მიდის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, მით უმეტეს, ძალიან მნიშვნელოვანში,  არ არსებობს, რომ ოლიგარქი არ ჩაერიოს, რომც არავინ არ ეკითხებოდეს, აუცილებლად ჩაერევა, მითუმეტეს,  ოლიგარქი რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, მოგისყიდოს.
"მე ვერავის ასე ხელს ვერ დავადებ, მე ერთი რამე ვიცი –  ეს შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში, ინტერესები თუ დაემთხვა,  სამწუხაროა, თუ ვინმე ნებით მუშაობდა, ეს კიდევ უფრო მძიმეა, მაგრამ ეს არც პირველია და არც უკანასკნელი ჩემი კარიერის განმავლობაში,  წინა რამდენიმე გასვლა ნაციონალური მოძრაობიდან  ფინანსებთან იყო დაკავშირებული.“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
"დღეს ივანიშვილის ოცნებები რომ განხორციელებულიყო, 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო ყრილობა, ახალი თავმჯდომარის არჩევა უნდა გაეფორმებინა, გამოეცხადებინა, რომ მიშა სააკაშვილი ჩავაბაროთ წარსულს, ჩვენ ვართ ახლები, ჩვენთან შეიძლება ლაპარაკი, პარტიის ლიდერშიფის უმეტესი ნაწილი ამ სცენარს მიჰყვებოდა სხვადასხვა მოტივაციით. 
ჩვენ ოლიგარქს ვერ მოვუგებთ ფულით, ვერ მოვუგებთ ძალით, ვერ მოვუგებთ ვერაგობით და ცბიერებით, ტყუილებით, იმიტომ, რომ მაგის მსოფლიო ჩემპიონია, ჩვენ მას მოვუგებთ იდეით და იდეალისტებით, ის, რომ პარტიაში რჩებიან იდეური ხალხი და იდეალისტები, ხოლო სხვა ხალხი, ვინც დაიღალა, ჩამოიშალა, ზოგიერთი შეიძლება გაიყიდა კიდევაც, ეს დადებითი პროცესია, 20 იანვარს ყრილობამ ამას დიდი წერტილი უნდა დაუსვას,"- განაცხადა სააკაშვილმა. – ყრილობაზე ხალხი მოვა და თავის სიტყვას იტყვის,  იქნება დებატები და კამათი, ხალხი ახალ გეგმებს დასახავს. თუ მათ მიაჩნდათ, რომ სიმართლე მათ მხარეზეა, სიმართლეს დაცვა უნდა, მე ყოველთვის ჩემ სიმართლეს ვიცავ, სად უნდა დაიცვა შენი სიმართლე თუ არა შენი მრავალათასი თანამებრძოლის წინ, როცა დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში'' თუ არ ხარ დარწმუნებული, მაშინ უნდა იმოქმედო, იმ მეთოდებით, როგორც მათ იმოქმედეს, წავიდნენ ბრძოლის ველიდან, მათ წინასწარ აღიარეს დამარცხება. ჩემი აზრით, ეს მათი დამარცხება არ არის ჩემთვის, ეს არის ივანიშვილის დამარცხება
 
 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...