მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან ბოკერია – უგულავას გუნდის წასვლას

როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან ბოკერია – უგულავას გუნდის წასვლას

Published on

,,ნაციონალურ მოძრაობაში'' განახლების პროცესი მიმდინარეობს. – ასე შეაფასა პარტიიდან გარკვეული ჯგუფის წასვლა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ,,არჩევანისთვის'' მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს საღამოს გავიდა რუსთავი 2 – ის ეთერში. –  ეს პირველად არ მომხდარა ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში, ადამიანების ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ და მათ ადგილს იკავებდნენ სხვები. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, განვითარების პროცესში რაღაც უჯრედები კვდებიან, რაღაც ახალი უჯრედები იბადებიან.''
მიხეილ სააკაშვილი ვერ ხედავს პრობლემას  პარტიიდან მორიგი ჯგუფის, კერძოდ ბოკერია – უგუავას გუნდისა და მათი თანამაზრეების წასვლაში, უფრო მეტიც, მიაჩნია, რომ  ეს ხელს შეუწყობს განახლების პროცესს. 
,,ნაციონალური მოძრაობის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ისინი, ვინც იყო ხელისუფლებაში,  ძნელად გადადიან სხვა მდგომარეობაში, ოპოზიციურ მდგომარეობაში. აბსოლუტური უმეტესობა იმ ხალხისა, ვინც პარტიიდან წავიდა,  ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან, ეს ბიუროკრატიის ძველი ნაწილია და ისინი ბოლომდე  ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას, ამიტომ  ის, ვინც  განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...