მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხელ სააკაშვილი ნულისა და ქარიზმის შესახებ – ვინ და რატომ წააგო ბრძოლა...

მიხელ სააკაშვილი ნულისა და ქარიზმის შესახებ – ვინ და რატომ წააგო ბრძოლა ათიათასობით აქტივისტთან

Published on

"მათ წააგეს ბრძოლა პარტიის რამდენიმე ათეულ ათას აქტივისტთან,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ენმ-დან წასულ პოლიტიკოსებზე საუბრისას რუსთავი 2 – ის ეთერში, სადაც სხა საკითხებთან ერთად  შეეხო ენმ-დან ერთი ნაწილის წასვლის დეტალებს.
"ნაციონალური მოძრაობა" ნოლია იდეის გარეშე, – განაცხადა მან. მისი თქმით ასწლეულების განმავლობაში და პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველომ პირველმა შეძლო თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა, რაც იყო სწორედ ენმ – ს   მამოძრავებელი იდეა, თუმცა გარკვეულ ეტაპზე პარტიის შიგნით გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა და  კონცეპტუალური დავები მასა და იმ გუნდს, რომელიც ახლა ნაციონალური მოძრაობიდან წავიდა 
 
„აქ არის განსხვავება კონცეპტუალურ მიდგომაში , მე ვარ მომხრე იმისა, რომ ჯერ ჩვენ თვითონ უდა ვიყოთ დარწმუნებული  იმაში, რასაც ვაკეთებთ, რომ შემდეგ ხალხი გამოგვყვეს, და არა პირიქით: ვილაპარაკოთ ის,  რისი გაგონებაც გვგონია  გაუხარდება ხალხს და მოვერგოთ იმ წუთის ტენდენციას.  ეს ორი  სხვადასხვა რამეა. რა თქმა უნდა, ხალხია პირველი, მაგრამ ხალხი ხომ მიჰყვება იმას, ვინც დარწმუნებულია თავის თავში, ქარიზმა ხომ არ არის გამომეტყველება სახის და როგორ გამოიყურები, ქარიზმა ეს არის, როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში და, როცა დარწმუნებული ხარ იდეაში, როცა რაღაც უფრო დიდი გამოძრავებს, ვიდრე იმ მომენტის მოცემულობაა.  რატომ გავიდნენ ისინი ამ მომენტში? იმიტომ,  რომ არ მივიდნენ თავის ხალხთან. ეს გასვლა იყო  იყო წაგების აღიარება – მათ ჩემთან კი არ წააგეს ბრძოლა,  მათ წააგეს ბრძოლა პარტიის რამდენიმე ათეულ ათას აქტივისტთან. მათ თავიდანვე არ მოისურვეს აქტივისტებთან დიალოგი, ისინი რატომღაც თვლიდნენ, რომ ისინი არიან განსაკუთრებული ჯგუფი, რომელსაც ყველა უნდა მოერგოს და არა ისინი აქტივისტებთან ერთად გაყვნენ იდეას,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და გაიხსენა ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის გამო ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
"მე რომ ერთი წუთით მაინც მეგრძნო, რომ ამ ხალხს აღარ ვუნდივარ, რომ მე არაფერ შუში აღარ ვარ, ვერავინ დამასწრებდა ამას, მე გავიდოდი გვერდზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. იმ პირობებში, როდესაც მე ხმა არ ამომიღია, როცა მოხდა ინიცირება იმისა, რომ ,,სააკაშვილი გავწიოთ გვერდზე'' , დაიწყო ჩვენი აქტივის აღშფოთება და აქტიური რეაქცია –  ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი პიროვნულად მე კი არ მემხრობა, ეს ხალხი ემხრობა იდეას. პრობლემა ამ ხალხს ჰქონდა, ვინც გავიდა, ისინი გაბიუროკრატდნენ, ისინი მოწყდნენ ამ ხალხს, მათ დაეტყოთ, რომ სხვა მოტივაცია ჰქონდათ, ბევრ მათგანს აღარ სჯეროდა, ბევრი მათგანი დაიღალა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...