მთავარისიახლეებისაზოგადოებახეშეშფრთიანი ბაღლინჯოს წინაააღმდეგ ამერიკელი ექსპერტების რჩევით კონტაქტური შეწამვლა მოხდება.

ხეშეშფრთიანი ბაღლინჯოს წინაააღმდეგ ამერიკელი ექსპერტების რჩევით კონტაქტური შეწამვლა მოხდება.

Published on

მავნებელის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ წელს სამეგრელოში თხილის და მარცვლეულის მოსავალი გაანადგურა, სურსათის ეროვნული სააგენტო ბრძოლას იწყებს. ხეშეშფრთიანი ბაღლინჯოს წინაააღმდეგ ამერიკელი ექსპერტების რჩევით კონტაქტური შეწამვლა მოხდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით უკვე შემუშავებულია გეგმა, რის მიხედვითაც ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყება და პესტიციდებს საკარმიდამო ნაკვეთების შესაწამლად მოსახლეობას უფასოდ დაურიგებენ. მისივე განმარტებით, მოხდება ასევე სოფლების მომარაგება შესაწამლი აპარატებით. შეიქმნება საგანგებო შტაბი, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შევლენ.სამოქმედო გეგმას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან ერთად რეგიონის გამგებლებს და საოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსებს გააცნო.„მავნებელთან საბრძოლველად, ჩვენ არ გავჩერებულვართ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ამ კონკრეტულ მავნებელთან ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც ჩვენ ექსპერტები მოვიწვიეთ და მათი კონსულტაციით ჩამოვაყალიბეთ გეგმა. ძალიან მალე დამტკიცდება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის მთელ რიგ სამუშაოებს ეხება“ — განაცხადა შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა.ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო რეგიონში გასულ წელს გავრცელდა, მან ძირითადად თხილის, მარცვლეულის და ხეხილის მოსავალი გაანადგურა. სპეციალისტების განმარტებით, ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო საქართველოში სოჭიდან გავრცელდა.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...