მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,იქ, ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ...

,,იქ, ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება“ – მიხეილ სააკაშვილი

Published on

 მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2 – ის ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა,  რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია. 
"ივანიშვილმა ბოლო არჩევნები პრაქტიკულად გააუქმა, მე როგორ შეიძლება არჩევნების ინსტიტუტის წინააღმდეგი ვიყო, მე გადავაბარე არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნებით,"- აღნიშნა სააკაშვილმა. 
"სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ნაციონალურ მოძრაობას წაეგო ყველა მაჟორიტარული არჩევნები. სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია,  ყველამ იცის, რომ სანდრას არჩევნები არ წაუგია, სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში.  საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის. იქ ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...