აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ“, – განაცხადა მან.მისი თქმით, აშშ იძულებულია დაიცვას ეს ქვეყნები.„ეს უსამართლოა აშშ-სთან მიმართებაში“, – თვლის აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი. ამჟამად, ტრამპის თქმით, ნატო-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ.„დიდი ბრიტანეთი იხდის. სულ ხუთი ქვეყანაა, რომელიც იხდის იმას, რაც გადასახდელი აქვთ. ეს ცოტაა“, – აღნიშნა მან.„მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს
Published on