მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინული მედია სანდრა რულოვსის შესახებ

უკრაინული მედია სანდრა რულოვსის შესახებ

Published on

 

,,სანდრა სააკაშვილის ვიზიტი'' – ამ სათაურით ქვეყნდება  ინფორმაცია უკრაინული მედიაში გოლოდომორის მსხვერპლთა მუზეუმში მისი სტუმრობის შესახებ.
 
,,2004 – 2013 წლებში საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა სააკაშვილმა 2 იანვარს გოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა და მრავლისმთქმელი ჩანაწერი გააკეთა ვიზიტორთა წიგნში’’ – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ერთვის ჩანაწერის ფოტოასლი.
  
,,გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი 30 – იანი წლების ტკივილებს ასახავს. – წერს სანდრა რულოვსი – ამ მემორიალის შექმნა წარმოადგენდა თანამედროვეობის მოვალეობას სამართლიანობის აღდგენისათვის  უკრაინის ჭეშმარიტი ისტორიის მიმართ, რომელიც დიდხანს იჩქმალებოდა იდეოლოგიური მოსაზრებებით .
 
ძალაუფლების წყურვილი და შენარჩუნება ნებისმიერ ფასად კომუნისტური რეჟიმის საფუძველია, მაგრამ, სამწუხაროდ, მას სხვადასხვა ფორმით ვაწყდებით დღესაც, 2017 წლს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში!
 
მოდით, ვილოცოთ მათთვის, ვინც დაიღუპა და იტანჯა შიმშილისაგან და  გავძლიერდეთ, ვიაზროვნოთ როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ , რათა მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს აქ და მთელ მსოფლიოში. 
 
მახსოვს , როგორ იღვწოდა ჩემი მეგობარი და კოლეგა ვიქტორ იუშჩენკო ამ მემორიალის შექმნისთვის, და მე, როგორც პირველი ლედი, ვემადლიერები მას და  ყველას,  ვინც მის გუნდში იყო მაშინ’’.– წერს ლედი სანდრა რულოვსი 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...