მთავარისიახლეებიპოლიტიკარაზე ისაუბრეს კიევში მიხეილ სააკაშვილმა და მასთან შესახვედრად ჩასულმა თანაგუნდელებმა

რაზე ისაუბრეს კიევში მიხეილ სააკაშვილმა და მასთან შესახვედრად ჩასულმა თანაგუნდელებმა

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ადასტურებენ.
მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდეტთან შეხვედრისას პარტიის საპარლამენტო საქმიანობაზე, 20 იანვრის ყრილობის მზადებასა და განახლებული პარტიის გეგმებზე იყო საუბარი.
„საუბარი იყო როგორც 20 იანვრის ყრილობის მზადებაზე, ასევე ნაციონალური მოძრაობის სამომავლო, განახლებულ გეგმებზე. რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით, რა რესურსებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ივანიშვილი არის სათავე და საფუძველი იმ ძალიან სერიოზული პრობლემების, ძალიან სერიოზული უბედურების, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის კრიმინალის კუთხით. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური ბრძოლა და ამაზე იყო საუბარი, ბუნებრივია, კიევში. ეს ინფორმაცია საზოგადოებას ექნება და ყრილობა არის ამის მთავარი საფუძველი,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
 
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში ჩავიდნენ  ენმ – ს ლიდერშიფის წარმომადგენლები – დეპუტატები ნიკა მელია, აზერ სულეიმანოვი, რომან გოცირიძე, კობა ნაყოფია და სალომე სამადაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ   ლევან ვარშალომიძე, ნიკა რურუა და დავით კირკიტაძე. 
 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...