მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრესკონფერენცია ენმ – ში: თუ პარტიას ტოვებ, პარლამენტში მისი ფრაქციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილ...

პრესკონფერენცია ენმ – ში: თუ პარტიას ტოვებ, პარლამენტში მისი ფრაქციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილ მექანიზმებზეც უარი უნდა თქვა

Published on

,,ბოკერიას გუნდმა ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით უნდა დატოვოს ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია, რომელსაც  სახელი შეუცვალეს და თავმჯდომარე გადააყენეს,  მათ არ უნდა გამოიყენონ ეს ფრაქცია, რადგან ეს იქნება უსამართლობა ამომრჩევლის მიმართ”, –  ეს განცხადება გააკეთა  ნაციონალური მოძრაობის სახელით თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე. 
 
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა,   ეს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობისაა და არ ეკუთვნის  პარტიიდან გასულ წევრებს, რომელნიც  პროცედურული ხრიკებით კერძოდ  პარტიის სახელწოდების შეცვლითა და თავმჯდომარის გადარჩევით, ცდილობენ  შეინარჩუნონ თანამდებობები და მიიღონ  სარგებელი , რაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ეკუთვნის.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 
 
”12 იანვარს ბოკერიას გუნდმა გააკეთა განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. იგივე ადამიანები შესაბამის სამსახურებს პარლამენტში უცხადებენ, რომ არ დატოვებენ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას.– ამბობს თინა ბოკუჩავა.
იგი    მოუწოდებს ყოფილ თანაგუნდელებს ხელი აიღონ  განზრახვაზე  და შეეშვან მცდელობას დაისაკუთრონ სახელდობრ ამ პარტიის დეპუტაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ფინანსური და სხვა მექანიზმები.  
 

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...