მთავარისიახლეებისამართალიმაკა ჩიჩუას ძმა აცხადებს, რომ მისი ბინიდან ამოღებული იარაღი რკინის ნაჭრებია და...

მაკა ჩიჩუას ძმა აცხადებს, რომ მისი ბინიდან ამოღებული იარაღი რკინის ნაჭრებია და გარდაცვლილი მამის დანატოვარი

Published on

პრეზიდენტ მარგველაშვლის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარებისაათვის არის დაკავებული,   წაყენებულ ბრალდებას უარყოფს – განცხადება ამის შესახებ დღეს მისმა ადვოკატმა ზაზა მიქატაძემ გააკეთა . „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, ის, რაც მის ბინაში ამოიღეს, იარაღი კი  არ იყო, არამედ ესკიზები, უვარგისი რაღაცა რკინის ნაწილები და  ეს არის სროლისთვის უვარგისი, რაც ვიზუალური დათვალიერებითაც ჩანს''. განაცხადა ზაზა მიქატაძემ.
 ადვოკატი დასძენს, რომ დაკავებულს ,,მისივე გადმოცემით, რამდენიმე დღით ადრე გარდაეცვალა მამა, ოჯახის დალაგების დროს აღმოაჩინა, რომ ალბათ მამის დანატოვარი იყო ძველი იარაღი, მე დავარქმევ რკინის ნაჭრებს, როგორც თვითონ უწოდებს  (მოგეხსენებათ ის მხატვარია, ხატავს ესკიზებს, მის ნახატებში არაორდინალურად  არის სხვადასხვა ნივთები გამოყენებული). მისი გადმოცემით უნდოდა რომ დაეხატა ეს ესკიზები და იარაღიც გამოეყენებინა ამ მხატვრობაში. ის ვერ წარმოიდგენდა, თუ ეს იქნებოდა ამ იარაღიდან შეიძლებოდა გასროლა მომხდარიყო,"-განაცხადა მიქატაძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ იარაღს, რომელიც  მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინეს, ადვოკატი ადასტურებს, რომ ისიც დაკავებულს ეკუთვნოდა.
„ამას ხსნის იმით რომ ის იმყოფებოდა სახლში, მას სჭირდებოდა ტელეფონზე ფულის შეტანა, გავიდა სახლიდან, მოიცვა ქურთუკი და თვითონ არც იცოდა, აღმოაჩნდა რომ შიგნით იარაღი იყო, ის უარყოფს, რომ  ეს ნივთები არის მისი,“-აცხადებს ზაზა მიქატაძე.
დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს და დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამასთან ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
 
შინაგან საქმთა სამინისტროავრცელებს განცხადებას, რომ  დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა  –  „Femaru 37M“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, „რგ-42“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და 20 საბრძოლო ვაზნა .
გამოძიება  აქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...