მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი პოლიტიკური ლიდერები ფრაქციის დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან

ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი პოლიტიკური ლიდერები ფრაქციის დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან

Published on

ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი პოლიტიკური ლიდერები, ფრაქციის დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.
 
მისი თქმით, პარტიიდან წასულები დროს და ენერგიას ბიუროკრატიულ პროცედურებსა და თანამდებობების გადანაწილებაზე ხარჯავენ, რაც ბოკუჩავას თქმითვე, მათთვის მიუღებელია.
 
„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, მათი გუშინდელი განცხადების შედეგად, ვფიქრობ, ძალიან დიდ დროს უთმობენ მათი პირველივე პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას, ადგილების დანაწილებას და ბიუროკრატიულ ნაწილს. ჩვენთვის ეს არ არის ამოსავალი ნაწილი და შესაბამისად, არ მივიღებთ მონაწილეობას არც ფრაქციის სხდომაში.
 
"ჩვენ ახლა ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ ჩავატაროთ ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატიული, ფართომასშტაბიანი ყრილობა 20 იანვარს, რომლის სამუშაოებიც დასკვნით ფაზაშია, შერჩეულია  დელეგატების უმრავლესობა და სწორედ ამაზე მივმართავთ   ჩვენს ენერგიას,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...