მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაიაფებული ლარი, გაძვირებული პროდუქტი და შემცირებული მყიდველი

გაიაფებული ლარი, გაძვირებული პროდუქტი და შემცირებული მყიდველი

Published on

ფასების ზრდის ტენდენცია ახალ წლამდე გამოიკვეთა, თუმცა ახალი წლის შემდეგ საგრძნობლად შესამჩნევი გახდა.მოვაჭრეები პროდუქტებზე ფასების მომატებას დოლარის კურსის ზრდას და საწვავის გაძვირებას უკავშირებენ. სულუგუნის ყველის შეძენა ბაზარში- 16-17 ლარადაა შესაძლებელი, 17 ლარი ღირს შებოლილი ყველი, ჭყინტი ყველის ყიდვა 11 -12 ლარად შეიძლება, საქონლის ხორცი 12 ლარი, ქათამი 15 ლარი, 1კგ შაქარი 1, 90 თეთრია. ფასებმა მკვეთრად მოიმატა ბურღულეულზეც.ბრინჯი და მანანს ბურღული 2 ლარი გახდა, ხოლო წიწიბურა 3.50.განსხვავებული ფასებია ბოსტნეულზე: სტაფილო 1.50, კარტოფილი 0,80- 1ლ. ლობიო 4-5ლ, კომბოსტო 0.50, 0.60 თეთრი. ხახვი-1ლ. ნიგოზის შეძენა 18-25 ლარად შეგიძლიათ. სვანური ნიგოზის ფასი კი 30 ლარია.მოვაჭრეები ამბობენ, რომ მყიდველი ნაკლებია და თან უკმაყოფილო, ისინი ფასების მატების გამო გამყიდველებს ედავებიან, „ფასების მატებას ჩვენ არავისნ გვეკითხება, ზოგადად ბაზარი წყვეტს ყველაფერს, ადრე თუ 60 თეთრად ვიღებიტ ხახვს, ახლა ასაღები ფასი 80 თეთრია და რა ვქნათ?“- ამბობენ გამყიდველები.ფასების გაძვირების პარალელურად, მაღაზიებში მყიდველთა რაოდენობამაც იკლო. მარკეტების მეპატრონეები შიშობენ, რომ თუ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, ვაჭრობას ვეღარ შეძლებენ და დახურვა მოუწევთ.ფასები გაიზარდა არა მარტო პროდუქტზე, არამედ კერძო სამარშუტო ტაქსებზეც.ჭითაწყარის მიმართულებით  50 თეთრიანი ტაქსის მომსახურეობა 70 თეთრი გახდა. ხოლო ექკ-დან მომავალი ტაქსების 1 ლარი. მძღოლები ფასების ზდრას საწვავის გაზრდას უკავშირებენ და ამბობენ, რომ საწვავის გაძვირების შემდეგ მათ არაფერი რჩებათ. ჯერ-ჯერობით უცვლელია საზოგადოებრივი ტრანსორტის ფასები, ხოლო რაც შეეხება ლარის კურსს, დღევანდელი მონაცემებით ოფიციალური კურსით ერთი დოლარის შეძენა 2. 74 თეთრადაა შესაძლებელი, ეს კურსი უფრო მაღალია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...