მთავარისიახლეებიპოლიტიკაწამსვლელი წავიდა და პარტიაში კარჩაკეტილობისა და ქედმაღლობის დრო დასრულდა – აცხადებს ნიკა...

წამსვლელი წავიდა და პარტიაში კარჩაკეტილობისა და ქედმაღლობის დრო დასრულდა – აცხადებს ნიკა მელია

Published on

 წამსვლელი წავიდა და პარტიაში კარჩაკეტილობისა და ქედმაღლობის დრო დასრულდა.– ასეთი განცხადება გააკეთა რამდენიმე ხნის წინ  ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სპონტანურად შეკრებილი პარტიის მრავალრიცხოვანი მხარდამჭერისა და ამ ჯგუფის მიერ მოტყუებული ამომრჩევლის  წინაშე გამოსვლისას ბოკერია – უგულავას ჯგუფის მიერ პარტიის დატოვების შესახებ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ.
მისი  განცხადებით, ნაციონალური მოძრაობიდან წასულა ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის უფრო მძიმე წონოსანი პოლიტიკოსები, ვიდრე დღეს წავიდნენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა კი არ დასუსტებულა, პირიქით, გაძლიერებულა, შესაბამისად დღესაც პარტიამ მიიღო ახალი იმპულსი და ივანიშვილის გეგმა დღეს ჩავარდა, რადგან მან ენმ ვერ დაანგრია.მისი თქმით, ეს კიდე ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის უბრალოდ პოლიტიკური გაერთიანება და პარტია,  ნაციონალური მოძრაობა ეკუთვნის არა კონკრეტულ პოლიტიკოსებს, არამედ ხალხს და 20 იანვარს ყველა დაინახავს, თუ რა არის ხალხის ძალა.
 
ნიკა მელია გამოეხმაურა  პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილისა და ამომრჩევლის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომლითაც  გიგი  უგულავას განცხადება იყო გაჯერებული: 
 
"როგორც ჩანს, ჯგუფს, რომელმაც დატოვა "ენმ" ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე ქონდა მიღებული. –   უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მეტი დრო დაუთმეს ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ლანძღვასა და გინებას. ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს ნაციონალურ მოძრაობაზე, საზოგადოება ხედავს და საზოგადოებას აქვს ანალიზის უნარი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ დაინახა თუ რასთან გვაქვს საქმე. " – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
 
 
 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...