ტიტამ ბორანით იმგზავრა, მაგნოლია რკინიგზით ჩაუვა ივანიშვილს

0
473
რუსთავი 2 – ის ცნობით, ივანიშვილისთვის ხის გადატანის გამო დღეს რკინიგზაზე ელექტროგადამცემ ხაზებს ჩახსნიან. ციხისძირიდან, მაგნოლიას ჯიშის ხეს  ურეკში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ. ამჯერად, გიგანტური ხის ტრანსპორტირება სახმელეთო საშულებით მოხდება. მაგნოლია ამოთხარეს და უკვე გადაიტანეს სატვირთო მანქანაზე, რომელიც ამ დროისთვის ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული. 
 იმ კომპანიაში, რომელიც ხის გადატანას ახდენს, აცხადებენ , რომ საქართველოს რკინიგზაში წერილი უკვე გაგზავნილია და ნებართვაც მიღებული აქვთ, რომ 13 იანვრის დღის 12 საათიდან 15 საათამდე  სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა მოხდეს
მაგნოლია რიგით მეორე გიგანტური ხეა, რომელიც ციხისძირიდან ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ, შარშან თებერვალში ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით სამშენებლო კომპანია ზიმომ ციხისძირიდან ურეკში ტიტის ჯიშის ხე გადარგო.
 
 
 
წინა სტატიანინო კალანდაძე: არ ველოდი, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები ასე უღირსად დატოვებდნენ პარტიას
შემდეგი სტატიატიტამ ბორანით იმგზავრა, მაგნოლია რკინგზით ჩაუვა ივანიშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური