მთავარისიახლეებიპოლიტიკარას ამბობს (უგულავას ჟარგონით – ,,პრუტუნებს'' ) რაბინდრანათ თაგორი?

რას ამბობს (უგულავას ჟარგონით – ,,პრუტუნებს” ) რაბინდრანათ თაგორი?

Published on

,,საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას წერს და რას პრუტუნებს'' – განაცხადა დღეს გიგი უგულავამ იმ ხალხის მისამართით, ვინც ღამეებს უთევდა ციხესთან, სადაც იგი ივანიშვილმა გამოამწყვდია, და   პროტესტის ამ ფორმითაც იცავდა მას  რეალური ხიფათისაგან, რომელიც მტრის ხელში გამომწყვდეულს ემუქრება ძალისაგან, რომლისთვისაც ადამიანის, მით უფრო პოლიტპატიმრის უფლებები არაფერს ნიშნავს, ღამეებს უთევდა იმისათვის, რომ მხნეობა შთაებერა, ბრძოლის უნარი განემტკიცებინა მისთვის თავისი თანადგომით და სიგნალით, რომ  მარტო არ არის.
 
გიგი უგულავა აშკარად გაბრაზებულია (თუ დაბნეული არა), ჟარგონით რომ ვთქვათ ,,აჭრილი" , მაგრამ სულ ტყუილად.
მან არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ეს ხალხი ღამეს უთევდა არა კონკრეტულად გიგი უგულავას, არამედ საზოგადად უსამართლოდ დევნილს, დამნაშავე სახელმწიფო მანქანის მიერ უმთავრეს  ოპოზიციურ ძალაზე მიტანილი შეტევის ობიექტს (თორემ სხვა კატეგორიის პატიმრებსაც, უდანაშაულოებსაც და დამნაშავეებსაც, უთევენ ღამეს ციხეებთან, ოღონდ ამ შემთხვევისგან განსხვავებით, მხოლოდ  ოჯახის წევრები და მეგობრები), სწორედ ამიტომ იბრძოდა მისთვის, მისი თავისუფლებისთვის, მაგრამ ამბიცია ისეთი სენია, რომ შიგნიდან ანგრევს პიროვნებას და სიტუაციის ანალიზის, თავისი როლისა და დანიშნულების ობიექტური შეფასების უნარს უკარგავს.
 
როცა რაღაც ისე ვერ არის, როგორც წარმოგედგინა ან გინდა იყოს, როცა შენი აზრი საკუთარ თავზე  არ ემთხვევა  იმ ხალხის აზრს, ვისზეც ამყარებდი შენი გადიდკაცების უპირობო ხელშეწყობის იმედებს, უტევ მას, ვინც ლიდერად არჩია ხალხმა, უტევ მას, ვინც შენივე  ზღვარსგადასული ამბიციურობის გამო  პირდაპირ გეუბნება , რომ ლიდერის თანამებრძოლს ხედავდა   შენში და არა ლიდერს (რაც სრულიადაც არ ნიშნავს რომ ნულად მიაჩნდი). გაცხარების დროს კი  შენი რესპექტაბელობიდან არაფერი რჩება და ჭორიკანა, პლებეის  ჟარგონით პრუტუნად აცხადებ  დაუფარავად   ნათქვამ სიმართლეს, რომლის ხმამაღლა განცხადებისკენ თავად უბიძგე, რადგან არჩევანის წინაშე დააყენე – ,,ან მე, ან ის''
 
 რაც შეეხება ჯართს,  ერთადერთი, რაშიც გარკვეული დათქმით შეიძლება დაეთანხმო გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებებს, არის ის, რომ ,,პოლიტიკოსები არიან მანქანები, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს და როდესაც ის დაძველდება და ვეღარ ემსახურება ხალხს, ჯართში უნდა გადააგდო. ''
 
როგორც აღმოჩნდა,  ,,საყვარელი მანქანა''  (და მის  სიყვარულშიც სულაც არ უშლიდა ვინმეს ხელს, რომ ზებგერითი თვითმფრინავიც ყავდა და ყავს), რომელიც გარაჟში გამოკეტეს და  უიმედოდ დაჟანგდა ან იქ ნაწილებად დაშალეს და იაფფასიანი ძრავა – მოტივაცია ჩაუდგეს, უკვე ანტიკვარადაც ვეღარ გამოდგება, ხოლო თუ ლიტერატურულ რემინისცენციებს გამოვედევნეთ, წასულების  გამოსვლების არსი იყო ,,მე ის თამრო აღარა ვარ'' და, შესაბამისად, მათზე აზრშეცლილ ხალხს ნურავინ დაემდურება. – მათ თავად დაწვეს ხიდები. 
 
P.S. რაბინდრანათ თაგორი ამბობს (,,პრუტუნებს?''),  ,,ბალახი არ ცდილობს ბაობაბის ხედ გადაიქცეს, რის გამოც დედამიწა ყოველ გაზაფხულზე მომხიბლავი მწვანით იმოსება''. შეგარგოთ ,,ბაობაბი'' ლელა ქებურია, სამეგრელოს ამომრჩეველი ქვეყნის, მიწის მამშვენებელი მომხიბლავი ბალახის როლს ირჩევს და ნურავინ  გამოეკიდება ილუზიებს, რომ ვინმეს მიერ ტრამვაიში შეკვეხებულ   მგზავრს, რომელსაც ელემენტარული პატიოსნება არ ყოფნის, რომ მადლობა თქვას და მგზავრის როლს დასჯერდეს,  მიიღებს ვატმანად და მას მიანდობს თავს. 
ნონა ქობალია
 
 
 
 
 
 
 
   

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...