მთავარისიახლეებიინტერვიუნინო კალანდაძე: არ ველოდი, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები ასე უღირსად დატოვებდნენ პარტიას

ნინო კალანდაძე: არ ველოდი, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები ასე უღირსად დატოვებდნენ პარტიას

Published on

,,ნაციონალური მოძრაობის'' ერთერთი ლიდერი ნინო კალანდაძე მედიასთან საუბარში   დღევანდელ ბრიფინგზე ყოფილი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.
,,ნამდვილად ველოდი, რომ ჩვენი თანაგუნდელები ადრე თუ გვიან ჩვენს პარტიას დატოვებდნენ, მაგრამ არ ველოდი, რომ დატოვებდნენ ასე უღირსად.
ჩემთვის მოულოდნელია,  როდესაც ფუძნდება თითქოს ახალი ოპოზიციური პარტია, რომელიც  ეფექტურად უნდა შეებრძოლოს ივანიშვილის რეჟიმს, არამცთუ საუბრობს ამ მტერზე, არამედ მთელ გამოსვლას ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე უძღვნის ,,ნაციონალური მოძრაობის'' –  მათივე პარტიის, ყოფილი თანაგუნდელებისა და პარტიის დამფუძნებლის კრიტიკას.
ეს არის ძალიან სიმპტომატური. ამით არსებითად არაფერი შეიცვლება,  გარდა იმისა, რომ ეს პოლიტიკური ძალა ამთავითვე თავად  იზიანებს თავს.
,,ნაციონალური მოძრაობა'' გააგრძელებს ფუნქციონირებას ბევრად უფრო ძლიერად, ვიდრე ეს აქამდე იყო, ,,ნაციონალური მოძრაობა ''რჩება ერთადერთ ძალად, ერთადერთ ალტერნატივად, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ივანიშვილი და ქვეყანა დააბრუნოს აღმშენებლობის გზაზე. 
20 იანვარს ეს სულისკვეთება კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით და სიძლიერით გაფორმდება'' – აცხადებს ნინო კალანდაძე 
 

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...