,,წამსვლელი წავიდა, საქმის გამკეთებელი კი დარჩა'' – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ უგულავა-ბოკერიას გუნდის გასვლას პარტიის წევრი ნიკა რურუა. – პარტია დატოვა ჩვენი თანამებრძოლების ერთმა ნაწილმა. ეს მათი გადაწყვეტილებაა და და ამაში ტრაგედია არაფერია.
პარტია გაიზრდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დამთავრდება ინტრიგები, კარჩაკეტილობა, დამთავრდება ქედმაღლობა და ბევრად უფრო დაუახლოვდება საკუთარ ხალხს. ასევე დამთავრდება კაბინეტური მმართველობა, რითაც იხეირებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა რურუამ.
გიორგი ონიანი დარწმუნებულია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში სტაგნაცია დასრულდება და იგი შიდაპარტიული დაპირისპირებიდან ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელ საკითხებზე კომცენტირდება.
,,დღეიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უამრავ მხარდამჭერს მიეცემა სრული შესაძლებლობა პარტია კვლავ აღიქვან საკუთარ ოჯახად, ორგანიზაციად რომელიც ერთი მიზნით სუნთქავს და ერთი სატკივარი ტკივა. ეს პარტია საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად დაასრულებს სტაგნაციას, ეკონომიკურ კრიზისს და ქვეყანას კვლავ დააყენებს წარმატების გზაზე.'' – ერს გიორგი ონიანი
აკო მინაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს ივანიშვილის მიზნებთან კონტექსტში და თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის დაშლის გეგმა ჩაიშალა.
ივანიშვილს ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით სამი მთავარი მიზანი ქონდა
1. მიხეილ სააკაშვილის მოკვეთა ნაციონალური მოძრაობისაგან
2. ნაციონალური მოძრაობის მოკვეთა მისი 500 ათასზე მეტი ამომრჩევლისაგან და ენმ-ის ქცევა სახალხო მოძრაობიდან დახურულ ელიტურ კლუბად.
3. ნაციონალური მოძრაობის მრავალათასიანი მხარდამჭერთა გუნდის დემორალიზება.
ივანიშვილმა ვერ მიაღწია ვერცერთ ამ მიზანს. უფრო პირიქით,
1. განმტკიცდა მიხეილ სააკააშვილის როლი
2. ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო მრავალფეროვან, ღია პარტიად იქცა, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობას და არა რომელიმე ადამიანთა ჯგუფს, რომელშიც წევრები და მხარდამჭერები მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილე ბის მიღების პროცესში.
3. მოხდა მხარდამჭერების არნახული მობილიზაცია და კონსოლიდაცია მთავარი ღირებულებების ირგვლივ. ამის დასტურია მათი მაღალი ჩართულობა მიმდინარე პოლიტიკურ პარტიულ პროცესებში და გააქტიურება საქართველოს ყველა რეგიონში.
აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა იწვნია პირველი სერიოზული პოლიტიკური მარცხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ეს მარცხი გაფორმდება 20 იანვარს ნაციონალური მოძრაობის მასშტაბურ ყრილობაზე, ყრილობაზე, რომელიც იქნება ენმ-ის ერთსულოვნების, შემართების, მიზანდასახულობის, გაუტეხაობის დასტური''– წერს აკო მინაშვილი