ვინც თვლით, რომ ხართ ნული, დარჩით იქ, მაგრამ ჩვენ ნულიდან დავიწყებთ ახალ მოძრაობას,"- თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაწილის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ყოფილ თანაგუნდელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარსულზე მხოლოდ წარსულმა უნდა ისაუბროს.”მათ ისაუბრონ წარსულზე, მე არ ვაპირებ წარსულზე საუბარს, მთელი ამ წლების გამო, ამ ერთად ბრძოლის გამო, იმ შანსის გამო, რომელიც მიშა სააკაშვილმა მომცა, მადლობას ვეუბნები ამის გამო, და ვეტყვი ყოველთვის, არასოდეს ვყოფილვარ უმადური ადამიანი და ეს ყოველთვის მემახსოვრება, მაგრამ პოლიტიკა არის მსახურება არა ერთმანეთის, არა ლიდერების, არამედ მსახურება ხალხის და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ ყველა ჩვენთაგანმა, ვინც დღეს ვიწყებთ ნულიდან ახალ მოძრაობას. კი ბატონო, ვინც თვლით, რომ ხართ ნული, დარჩით იქ, მაგრამ ჩვენ ნულიდან დავიწყებთ იმ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად შეცვლის ქვეყანაში ამ მავნებლურ, არაფორმალურ რეჟიმს. ამის გარანტიას პირადად გაძლევთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ. მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე "ცარიელ სკამზე პოტინი გაუგებარია და თუ პარტია შიგნით ვერ ჩაატარებს რეფორმას, მაშინ საზოგადოება არ მიიღებს გულწრფელად იმას, რომ ”შენ შეგიძლია პარტია კრიზისიდან გამოიყვანო”. ეს არის 2-ჯერ ორი ოთხი. მივმართავ ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსა და წევრებს, ყველა იმ ადამიანს, არ ვთვლი, რომ ვიღაცა 99%-ია და ვიღაცა 1%, რომ ვიღაცა ღმერთია და ვიღაცა 0, ვინც ასე აყენებს საკითხს, მე მათ გვერდზე აღარასდროს ვიქნები. რადგან ასე საკუთარი თავი დაიმცირო, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ჩვენ ვქმნით და ვიყავით თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რა თქმა უნდა, როცა საჭირო იყო შეიძლებოდა ვინმეს ეყვირა კიდეც ერთმანეთისთვის, რადგან პოლიტიკა არ არის დავარცხნილი საუბარი, პოლიტიკა არის მუდმივი ჭიდილი, მაგრამ ისმის კითხვა, როცა შენ საკუთარ შექმნილ პარტიას თავადვე დაანგრევ, ისმის კითხვა, გაქვს შენ ამის უფლება? დიახ, გაქვს, მე მასთან დღეს პოლემიკაში და ჭიდაობაში არ შევალ, ის არის პოლიტიკური დევნილი და ის პოლიტიკურ დევნილად დარჩება ვიდრე ეს უაზრო საქმეები იქნება აღძრული მასზე და იმ თანამებრძოლებზე, რომლებიც ციხეში სხედან, მაგრამ ამ მარაზმში ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მარაზმში მონაწილეობა არ შეიძლება. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა იქ, როცა ზუგდიდის საუბარი მოვისმინე”, – განაცხადა უგულავამ
ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა იქ, როცა ზუგდიდის საუბარი მოვისმინე”- გიგი უგულავა
Published on