მთავარისიახლეებიმსოფლიობარაქ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას ცრემლები წასკდა

ბარაქ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას ცრემლები წასკდა

Published on

აშშ 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ  ამერიკელ ხალხს ტრადიციული გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა. დამშვიდობებს ადგილად მან აირჩია ჩიკაგო , საიდანაც დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. სიტყვა მან წარმოთქვა მაკკორმიკის სასახლეში, საიდანაც პირელი საპრზიდენტო სიტყვა წარმოთქვა  2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიტ რომნის დამარცხების შემდეგ.
 
ბარაქ ობამამ თავისი ერთსაათიანი გამოსვლის დიდი ნაწილი მიუძღვნა მისი პრეზიდენტობის წლებში არსებულ გამოწვევებს.  თავისი ადმინისტრაციის  უმთავრეს მიღწევად მან დაასახელა ქეყნის გამოყვანა კრიზისიდან და აშშ ზეგავლენის გაზრდა მსოფლიო პოლიტიკაში იმ დონემდე, რომელთანაც ახლოსაც ვერ მივა რუსეთი და ჩინეთი. მან  ახსენა კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზება, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის მოგვარება, 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორის ლიკვიდაცია და ჯანდაცვის პროგრამა, რომლის გაუქმებასაც არჩეული პრეზიდენტი გეგმავს. საერთოდ მის გამოსვლაში შეინიშნებოდა გარკვეული დაუსწრებელი პოლემიკა  ახალარჩეუ პრეზიდენტთან დონლდ ტრამპთან .
 
პრეზიდენტმა ილაპარაკა დემოკრატიის ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის, როგორც მსოფლიო ლიდერის, გავლენა.
 
ქვეყნის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის ბოლო სიტყვის მოსასმენად დარბაზში 18 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ბარაქ ობამას გამოსვლისას  რამდენჯერმე მოადგა თვალზე ცრემლი. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...