მთავარისიახლეებისამართალიმკვლელობების სერია აფხაზეთში საახალწლო დღეებში

მკვლელობების სერია აფხაზეთში საახალწლო დღეებში

Published on

31 დეკემბრიდან სამი იანვრის ჩათვლით აფხაზეთში სამი საზარელი მკვლელობა მოხდა.
 
აფხაზეთის ე/წ/ შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 31 დეკემბერს, საღამოს გუდაუთის შშ განყოფილებაში შევიდა სატელეფონო შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელ ბარმიშში, კერძო სახლის პირველ სართულზე ნაპოვნია მისი მფლობელი  მამაკაცის ცხედარი.
 
ოპერატიულ – საგამოძიებო ჯგუფმა შემთხვევის ადგილზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ მოკლულს – 1939 წელს დაბადებულ ლესიკ ნანბას აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სასიკვდილო ფლეთილი ჭრილობები ზურგის არეში. ცხელ კვალზე დაკავებულია  მოკლულის ვაჟი, რომელიც დანაშაულშია  ეჭვმიტანილი. 
 
 
1 იანვარს დაახლოებით 21:20 წუთზე ოჩამჩირის შს განყოფილებისა და ასაგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამსრომლებმა ჩამჩირის რაიონის სოფელ ღვადის მიმდებარე ტყეში აღმოაჩინეს ამავე სოფლის მკვიდრის ბესლან კვიწინიას სახელდახელო სამარხი. ცხედარს აღენიშნება მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან. აფხაზურ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ვინმე როლანდ ჟიბა ( ამავე სოფლის მცხოვრები, დაბადებული 1983 წელს). მიმდინარეობს მუშაობა მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავებისათვის ( შეგახსენებთ, საფლავის პოვნას  წინ უძღოდა სამი მოქალაქის სახლკარის გადაწვა  უცნობი პირების მიერ, რის შესახებაც უკვე წერდა ,,ოდიში ნიუსი’’)
 
3 იანვარს დაახლოებით 12 :30 საათზე გაგრაში , აბაზგაას ქუჩაზე, სასტუმრო ,,აბხაზიას“ წინ ორი დაუდგენელი პირი ,,რენოს’’ მარკის ავტომობილით მიეჭრა ქუჩაში მიმავალ მოქალაქეს რუსლან ბენიას ( დაბადებული 1961 წელს) და დაუდგენელი ნიმუშის ცეცხლსასროლი იარაღიდან  ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.მომხდარიდან მცირე ხანში სამართალდამცავებმა ალახაძის ტყეში     დამწვარი ,,რენო’’ იპოვეს.
საქმეს რუსლან ბენიას მკვლელობის ფაქტზე გაგრის პროკურატურა იძიებს. 
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...