მთავარისიახლეებისამართალირატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

Published on

   რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, – ამის შესახებ რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს კვლავ გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა და მხოლოდ მათი დაკითხვის შემდეგ წარედგინება გაჩეჩილაძეს ბრალი. 7 იანვარს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
 

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...