მთავარისიახლეებისამართალირატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა და ,,მოცოცხა''

რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა და ,,მოცოცხა”

Published on

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის  ბრალდებით დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო 5 000 ლარი შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ავტორი პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა მიმალვის საფუძვლით, ვინაიდან რატი გ. საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. 
წარდგენილი ბრალდების თანახმად, რატი გ.-ს ბრალად ედება ძალადობა, კერძოდ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.''
 

რატი გაჩეჩილაძემ     სასამართლო დარბაზი ისე დატოვა, რომ     კომენტარები არ გაუკეთებია. უფრო მეტიც,  სირბილით გაარიდა თავი იქაურობას და ჟურნალისტებს . 
 სამაგიეროდ ამ ფაქტზე კომენტარები    არ წყდება სოციალურ ქსელში
,,ასეა, როცა მამაშენის     ძმაკაცი პრემიერმინისტრია"
,,ააწნავ სილას, მამა ჩაიყოფს ხელს ჯიბეში და გარეთ ხარ, სხვა ადრესატის ძებნას იწყებ.''
,,სიბნელეში გაქცევაც სხვა ჟანრია, რა: ბრალდებული სასამართლოს ტერიტორიიდან სირბილით გაუჩინარდა" 
კიდევ უფრო ლაკონურია ერთერთი ფესიბუქმომხმარებლის კომენტარი: ,,მოცოცხა!''
 
ცნობისთვის, წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13.00 საათზე გაიმართება.
 
 
 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....