მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჟირინოვსკი აცხადებს, რომ აფხაზებისთვის დამღუპველი იქნება, თუ ქართველები დაბრუნდნენ და არჩევნები ჩატარდა

ჟირინოვსკი აცხადებს, რომ აფხაზებისთვის დამღუპველი იქნება, თუ ქართველები დაბრუნდნენ და არჩევნები ჩატარდა

Published on

,, თუ აფხაზები და ქართველები შერიგდებიან და  ამ შერიგების ჩარჩოებში თუ არჩევნები ჩატარდება, ბუნებრივია, უფრო მეტ ხმებს ქართველები მიიღებენ და, შესაბამისად, მათ აფხაზეთის პარლამენტში უფრო მეტი დეპუტატი ეყოლებათ. მორჩა, აფხაზეთი დაიღუპება. – განაცხადა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში 6 იანვარს, პროგრამა    „ოსობოე მნენიეში'' მონაწილეობისას.
საუბრის თემა  სირია-ერაყის მოვლენები და ამ საკითხში რუსეთის როლი და პოზიცია იყო..
 
აფხაზეთის თემამ ამ ინტერვიუში გაიჟღერა როგორც მაგალითმა, თუ რა შეიძლება დაემართოთ ალავიტებს სირიაში თუ იქ ხელისუფლებაში სუნიტები მოვლენ:
 
„ერაყში ქურთები და მუსულმანი სუნიტები არიან, იქ ხელისუფლებაში მათ თუ შეიყვან, სიტუაცია დაბალანსდება. ასე იყო სადამ ჰუსეინის დროს. აი, სირიას რაც შეეხება, იქ ძალიან ჭრელი გუნდია. სირიის ხელისუფლებაში მუსულმანი ალავიტები დომინირებენ (ბაშარ ასადის ჩათვლით), მაგრამ ისინი ქვეყნის მასშტაბით უმცირესობაა. სირიაში უმრავლესობა მუსულმანი სუნიტებია, რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან წარმოდგენილნი. ანუ თუ იქ სუნიტები ხელისუფლებას ჩაიგდებენ, ალავიტების საქმე წასულია – მათ, უბრალოდ, გაანადგურებენ.
 
ეს ვარიანტი რომ ჩვენი რადიოსმსმენელებისათვის გასაგები იყოს, საქართველოსა და აფხაზეთის მაგალითს მოვიშველიებ: ვთქვათ, აფხაზეთში ალავიტებია, ისინი ცოტანი არიან, საქართველო აფხაზეთზე დიდია და ქართველები აფხაზებზე ათჯერ მეტნი არიან. თავისუფალი არჩევნები რომ ჩატარდეს და ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, სუნიტები ხელმზღვანელ პოსტებს ხელში ჩაიგდებენ და ალავიტები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ისინი ცოტანი არიან, მხოლოდ ათი პროცენტი…“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ
 

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...