სტამბოლში ქარბუქი მძვინვარებს – ავიამიმოსვლა შეჩერებულია

0
471
სტამბულში ქარბუქი მძვინვარებს.  თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, უამინდობის გამო  სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებში 395 რეისი გაუქმდა, აეროპორტს არც თვითმფრინავების მიღების საშუალება აქვს.
 
სხვაებტან ერთად  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი  4 რეისი გაუქმდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება დღეს,  ამ დროისათვის  დაგეგმილი  რეისი.
გადადებულია 17.55 საათზე დაგეგმილი რეისიც ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით .
 
ვერ შედგება  სტამბოლში  ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს დილით და 16.45 საათზე დაგეგმილი ავიარეისებიც.    
აქ  იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
 
 
 
 

 
წინა სტატიაCNN- ის ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან (Video)
შემდეგი სტატიათავდასხმა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური