მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის სპეცსამსახურებმა იზმირში კიდევ ერთი ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხეს

თურქეთის სპეცსამსახურებმა იზმირში კიდევ ერთი ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხეს

Published on

   თურქეთის სპეცსამსახურებმა იზმირში კიდევ ერთი ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ვიცე- პრემიერი ვეისი ქაინაქიც ადასტურებს. მისი თქმით, ტყვია წამალი და იარაღი, იზმირის სასამართლოს მახლობლად აღმოაჩინეს, სადაც, გუშინ დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ტერაქტს გუშინ ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. „ტერორისტები კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური ტერაქტისთვის ემზადებოდნენ, რასაც პოლიციის მიერ აღმოჩენილი იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებაც ცხადყოფს, მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს პერიოდში პოლიცია დამნაშავეების კვალს იპოვის“, – განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა. 
 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...