თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა

0
408
  თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა. როგორც  თბილისის მერიაში განაცხადეს, სულხანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ნინო სულხანიშვილის გადადგომას ”პარტიზანი მებაღეები” ითხოვდნენ. ისინი საქალაქო სამსახურის უფროსს უკანონობაში ადანაშაულებდნენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, ყაზბეგის გამზირის #24-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვა უკანონოდ გაიცა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა სულხანიშვილის გადადგომა მათ მოთხოვნას.
წინა სტატიასპეციალური სამედიცინო საწოლი ჯიხაშკარელ რომან კვარაცხელიას სანდრა რულოვსმა გადასცა (Video)
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური