მთავარისიახლეებისამართალიე.წ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

ე.წ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

Published on

  ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულებს – რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლომ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები დღეს გაათავისუფლა. გათავისუფლება არ შეეხო მხოლოდ ერთ ბრალდებულს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო. სახელმწიფო ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ექვს თანამშრომელს სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით.კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.
 

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...