მთავარისიახლეებისამართალისააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივარი დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა

სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივარი დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა

Published on

   თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო.  მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა.მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ. ამის საფუძველზე პაპიძის მხარე, ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 
 
 

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...